"ბაბუაჩემი ჰოთ დოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში" – "ოცნების" დეპუტატი "ბაბუაჩემი ჰოთ დოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში" – "ოცნების" დეპუტატი /> "/> " />


  13:45:13     19-06-2024

"ბაბუაჩემი ჰოთ დოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში" – "ოცნების" დეპუტატი

1718790444a1700050971.jpg

ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ აშშ-ს სანქციების შესახებ ინფორმაცია არ მისვლიათ. ამასთან, ბეჟან წაქაძე ირწმუნება, რომ სანქციების არსებობის შემთხვევაშიც ეს მისთის პრობლემას არ წარმოდგენს, რადგან მთავარი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენებაა. 

"მე არაფერი მიმიღია და არც ჩემს კოლეგებს არაფერი მიუღიათ, არავითარი შეტყობინება, მაგრამ თუნდაც მივიღოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად, იმიტომ, რომ ამერიკაში თუ არ წავალ მე პირადად... ბაბუაჩემი ახლა ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში. აქ იცხოვრა 85 წელი  და ასე გავაგრძელებ მე, - ამბობს ბეჟან წაქაძე.


ავტორი: presa.ge